"ევერტონის" ბელგიელი ნახევარმცველის, 25 წლის
მარუან ფელაინის თქმით, მას სულაც არ აქვს გადაწყვეტილი "ევერტონიდან" წასვლა და შესაბამისად, ნაკლებად აინტერესებს, რა იწერება მასზე გაზეთებში.
აი, რა თქვა ფეხბურთელმა:
"მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც ტრანსფერებს ეხება, მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა განიხილონ, ვისაც ამ საკითხებთან პირდაპირი შეხება აქვს. პირადად მე "გუდისონ პარკზე" ყველაფრით კმაყოფილი ვარ და დანარჩენი, რაც ჩემს მომავალზე იწერება, მხოლოდ ჭორებია. არასოდეს მითქვამს, რომ ჩემთვის ეს უკანასკნელი სეზონი იყო "ევერტონში".
მთავარი მწვრთნელის წასვლა კი არაფერს ცვლის. დევიდ მოიესმა უზარმაზარი გამოწვევა მიიღო, მაგრამ მას არასოდეს უთქვამს ხმამაღლა, რომ "იუნაიტედში" ჩემი წაყვანა სურდა. ამის შესახებ პირველად მეც გაზეთებში წავიკითხე. ჩემი დღევანდელი დღე - ეს "ევერტონია". არასოდეს იცი, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურ კლუბში ვირიცხები, სადაც ყოველმხრივ საუკეთესო პირობები მაქვს შექმნილი".
ასევე იხილეთ:
მარუან ფელაინი: "ჩელსიში" მინდა