მას მერე, რაც "ლივერპულის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა,
ლუის სუარესმა ინტერვიუში ორაზროვნად განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პრემიერლიგიდან წასვლას, ხმა დაირხა, რომ მისით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა. მით უმეტეს, რომ ფეხბურთელმა თავად აღნიშნა - "რეალისთანა" კლუბის წინადადებაზე უარის თქმა რთული იქნებაო.
თუმცა საღამოს 26 წლის ურუგვაელის აგენტმა პერე გვარდიოლამ (პეპის ძმა) უარყო ხმები და აღნიშნა, რომ ლუისი "ლივერპულში" რჩება:
"ის აქ ბედნიერია და მომავალ სეზონშიც "ლივერპულში" დარჩება".
ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი: მადრიდის "რეალს" უარს ვერ ვეტყვი