"ჩელსი" მზადაა დავიდ ლუისი 40 მილიონ ევროდ გაყიდოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლონდონის "ჩელსის" მცველის დავიდ ლუისის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდება.

"არისტოკრატები" ზუსტად ამ თანხას ითხოვენ ბრაზილიის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ თანხმობა განაცხადა ლუისის ტრანსფერზე.

აქვე გეტყვით, რომ დავიდ ლუისის კონტრაქტი "ჩელსისთან" 2017 წლამდე მოქმედებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული