ჟოზე მოურინიო: მოედანზე მხოლოდ საუკეთესოები გამყავს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ მისთვის ფეხბურთელების წარსული დამსახურება უმნიშვნელოა, როცა ის ძირითად შემადგენლობას ადგენს.

პორტუგალიელის თქმით, მას მოცემულ მომენტში კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები სჭირდება.

"იმ მწვრთნელთა რიცხვს არ განვეკუთვნები, რომლებიც არჩევანს ფეხბურთელზე წარსული დამსახურების გამო აკეთებენ.

მოედანზე მხოლოდ ისინი გამყავს, ვინც მოცემულ მომენტში საუკეთესოა.

ასე იყო "ინტერში", როცა მატერაცი სკამზე დავსვი და "რეალშიც" - კასილიასის შემთხვევაში.

მესმის, გულშემატკივრებს ეგონათ, რომ კასილიასი დიეგო ლოპესზე ძლიერი იყო, მაგრამ მე ასე ავირჩიე",
- თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Punto Pelota-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული