"წითლების" ურყევი ავტორიტეტი

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "არსენალის" აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა განაცხადა, რომ ჩრდილოლონდონური კლუბი მზადაა, ხმაურიან სატრანსფერო გარიგებებს შეეჭიდოს და გუნდი მაქსიმალურად გააძლიეროს.

"ლივერპულ დეილი პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ანალოგიური განცხადება გააკეთა მისმა ლივერპულელმა კოლეგა იან ეირმა. მისი თქმით, მერსისაიდელთა ევროთასებს მიღმა დარჩენა არ აისახება "ლივერპულის" პრესტიჟსა და სატრანსფერო მიმზიდველობაზე.

აი, რა თქვა მან: "ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ჩვენ შეგვიძლია ტოპ-კლასის ფეხბურთელების გადაბირება. ამის ნათელი მაგალითია იანვრის სატრანსფერო ფანჯარა, როდესაც ფილიპე კოუტინიო და დენიელ სტარიჯი შევიძინეთ. ჩემპიონატის მეორე წრეში ერთმაც და მეორემაც
გუნდის თამაშზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. რაკი მათი კლასის ფეხბურთელები ჩვენთან თამაშს თანხმდებიან, ეს ნიშნავს, რომ კლუბი განვითარების სწორ გზას ადგას. ჯერ არ მომხდარა, რომ ვინმეს ჩვენთვის უარი ეთქვას იმიტომ, რომ კლუბი მის ამბიციებს ვერ აკმაყოფილებს ან სათანადოდ წარმატებულნ
ი არ ვართ".

წარმავალთა მორიგი პარტია
სეზონის დასრულების შემდეგ "ენფილდი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა. ლაპარაკია დენი უილსონსა ("ჰართსი") და პიტერ გულაშიზე (ზალცბურგის "რედ ბული").

რაკი ბრენდან როჯერსს დიდი ხანია, სერიოზული საკადრო წმენდა აქვს დაგეგმილი, ეჭვი არავის ეპარება, რომ ცვლილებები კიდევ იქნება. მით უფრო, როცა ჯერ კიდევ არაფერი გარკვეულა ენდი კეროლის ტრანსფერთან დაკავშირებით. მართალია, "ლივერპული" "ვესტ ჰემს" კომპენსაციაზე შეუთანხმდა, მაგრამ პრობლემას ახლა თავად კეროლი ქმნის, ვინც "ჩაქუჩებისგან" კვირაში 100 ათას ფუნტს ითხოვს.

კეროლის გარდა, გუნდის დატოვება მოუწევთ მარტინ შკრტელს, სებასტიან კოატესსა და უსამა ასაიდის. "რეპრესიები" შეიძლება შეეხოთ დანი პაჩეკოს, ჯეი სპირინგსა და ჯეკ რობინსონსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლივერპული": მძიმე პერსპექტივა და დაგეგმილი ტრანსფერები "ენფილდზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული