მრავალ საკითხთან ერთად პორტუგალიელმა ანდრეს ინიესტას გამონათქვამზეც გასცა პასუხი. "ბარსელონას" ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "რეალში" მოღვაწეობით ჟოზე მოურინიომ ესპანურ ფეხბურთს უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე სარგებელი.
"დიახ, თუ ესპანური ფეხბურთის ზიანია "ბარსელონას" ჰეგემონიის შესუსტება, მე ეს ნამდვილად ჩავიდინე", - განაცხადა მოურინიომ.
50 წლის პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ბოლომდე, ანუ 4 სეზონი აპირებს ლონდონურ კლუბში დარჩენას.
ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა: ჟოზე მოურინიომ ესპანური ფეხბურთი წაახდინა