რობერტ ლევანდოვსკი და სესკ ფაბრეგასი "მანჩესტერ იუნაიტედში"

AutoSharing Option
"დეილი მეილმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო მიზნებზე "ხმაურიანი" მასალა შემოგვთავაზა. გამოცემის ინფორმაციით, "დორტმუნდის" 24 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ და "ბარსელონას" 26 წლის ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა "ეშმაკებთან" თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადეს და "იუნაიტედს" ისღა დარჩენია, კლუბებთან შეათანხმოს ფეხბურთელების საკითხი.

"შეათანხმოს" რამდენადაც იოლი დასაწერია, იმდენად რთული იქნება ამ იდეისთვის ხორცის შესხმა. მოსალოდნელია, რომ მანკუნიანელები ყველაფერს იღონებენ, რათა ივლისის პირველ რიცხვებამდე გარიგებები სრულყონ. დევიდ მოიესი ხომ სწორედ ამ პერიოდში იწყებს თავის პირველ მოსამზადებელ შეკრებას ახალ გუნდში.

ფაბრეგასი ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "კამპ
ნოუ" მისთვის მეორე სახლია. "არსენალიდან" შინ დაბრუნება კი იმდენად გაეწელა, რომ მეორედ ადგილსამყოფელის შეცვლაზე ფიქრს არ აპირებს. მეტიც, მას მხოლოდ "ბლაუგრანასთან" ერთად სურს ტიტულებისთვის ბრძოლა და წასვლაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს ფიქრს, თუკი ის კლუბს აღარ დასჭირდება. "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტის, ხოსეპ ბარტომეუს თქმით კი, სესკის მომავალი მის აღმზრდელ კლუბში თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

განსხვავებულია ვითარება რობერტ ლევანდოვსკის შემთხვევაში. "შავ-ყვითლებმა" პოლონელს კატეგორიული უარი უთხრეს "ბაიერნში" გაშვებაზე, არადა, ის "ალიანს არენაზე" თამაშის სურვილს უკვე აღარც მალავდა. ლევას კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში გასდის. გერმანიის ექსჩემპიონი კი ხისტი პოზიციით სერიოზულად რისკავს, რომ ერთი წლის შემდეგ თავდამსხმელი სულაც უფასოდ გაუშვას. პოლონელი "ვესტფალენშტადიონზე" დარჩენას არაფრის დიდებით არ აპირებს.

"ჰანს-იოახიმ ვატცკემ სულ ცოტა ხნის წინ აღმითქვა, რომ მე თავად გადავწყვეტდი ჩემს ბედს. მან იცის, რაც მინდა. ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ის, რაც მითხრეს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ განვითარდება მოვლენები," - განუცხადა ლევანდოვსკიმ პოლონურ გამოცემა Przeglad Sportowy-ს.

ლევანდოვსკის ხელფასი გაუსამმაგეს
გაუწყეთ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელებმა რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" არ გაუშვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლონელი გოლეადორი იძულებულია, დორტმუნდში კიდევ ერთი წელი გაატაროს (კონტრაქტი გაისად უმთავრდება). გავრცელებული ცნობების თანახმად, იმისათვის, რომ პოლონელი განაწყენებული არ დარჩეს და "ბორუსიასთვის" მომავალ სეზონშიც მაქსიმალურად დაიხარჯოს, დორტმუნდელები ლევანდოვსკის ხელფასს გაუსამმაგებენ!

"ბილდის" ცნობით, ლევანდოვსკის ხელფასი აქამდე წელიწადში 1.5 მილიონი ევრო იყო, მომავალ სეზონში კი 4.5 მილიონს მიიღებს. "ბორუსიას" ბოსებს იმის იმედიც აქვთ, რომ ლევანდოვსკი ერთ წელიწადში დორტმუნდიდან წასვლას საერთოდ გადაიფიქრებს და "შავ-ყვითლებთან" სულაც ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შეფის სიტყვა კანონია: რობერტ ლევანდოვსკი "დორტმუნდში" რჩება!
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა რააა... რუნი რო წავიდეს
მაგრად გამიტყდება. ჩვენი იმედია
United
17:01 12-06-2013
0
არცერთი არაა საჭირო მთავარია რუნი დარჩეს და ფელაინი და სტროტმანი იყიდონ.. ცენტრია გასაძლიერებელი
manutd
13:52 12-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული