ულტრამემარჯვენე ნიუკასლელებმა პაპის სისე შეურაცხყვეს

AutoSharing Option
ულტრამემარჯვენე მოძრაობა "ინგლისის დაცვის ლიგის" "ფეისბუქის" გვერდზე "ნიუკასლის" სენეგალელ თავდამსხმელს, 26 წლის პაპის სისესა და მის რელიგიურ გრძნობებს რიგითმა მომხმარებლებმა ერთობ უხეში ფორმებით მიაყენეს შეურაცხყოფა.

ისინი ფეხბურთელის განცხადებამ აღაშფოთა, რომ ის Wonga.com-ის რეკლამიანი მაისურით თამაშზე უარს ამბობს. ამ თემაზე "ლელო" უკვე წერდა და დეტალებს აღარ შეგახსენებთ. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა და დამნაშავეების დაკავების პირობა დადო.

"ინგლისის დაცვის ლიგა" არის ორგანიზაცია, რომელიც არც მალავს, რომ მისი მიზანია "ინგლისის ტოტალური ისლამიზაციის საფრთხისგან ხსნა".

ლიგის აქტივისტები განსაკუთრებით მას მერე გააქტიურდნენ, რაც
22 მაისს ლონდონის სამხრეთ ნაწილში, დღისით-მზისით, ნიგერიული წარმოშობის ბრიტანელმა მუსლიმებმა ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან ბრიტანულ დანაყოფად აღიარებული მსუბუქი ქვეითი "მსროლელების პოლკის" (The Rifles Regiment) მე-2 ბატალიონის ჯარისკაცი ლი რიგბი ათობით მოწმის თანდასწრებით მაჩეტეებით დაჩეხეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პაპის სისეს "ნიუკასლის" ახალი სპონსორი რელიგიური მოსაზრებით არ მოსწონს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული