The Telegraph-ის ცნობით, "ლივერპულის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე სომეხი ფეხბურთელია.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინგლისური კლუბის მხიტარიანის გადაბირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდებოდა თუ გუნდიდან ლუის სუარესი წავიდოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჭორი აღმოჩნდა. "ლივერპულს" მხიტარიანის შეძენასთან ერთად სუარესის შენარჩუნებაც სურს.
ინგლისელები მზად არიან დონეცკური კლუბის საუკეთესო ბომბარდირში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ "შახტარმა" უკვე გაუშვა ფერნანდინიო "მანჩესტერ სიტიში". უკრაინელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტი მიიღეს.