ჟოზე მოურინიო: კლუბმა ან პრობლემატური ფეხბურთელი უნდა გაუშვას, ან მწვრთნელი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელებისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"არის ერთი ფრაზა, რომლითაც კლუბში მუშაობას ვიწყებ. ვაპირებ, ეს ფრაზა კიდევ ერთხელ გავიმეორო, როცა 10 ივლისს ფეხბურთელებს შევხვდები.

ყოველთვის ამას ვამბობ: "თუ უმაღლესი დონის პროფესიონალი ხარ, თუ ეგოისტი არ ხარ, თუ კლუბის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებ და 100 პროცენტით იმუშავებ ჩემთვის და თანაგუნდელებისთვის, მაშინ შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება.

მაგრამ
, თუ ეგოისტი ხარ და გულშემატკივრები ფეხებზე გკიდია, მაშინ პრობლემები გვექნება".

ზოგჯერ კოლექტივში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც არ სურთ ამ წესების მიღება და ეს
პრობლემებს ქმნის.

ამ დროს კლუბმა მხარი უნდა დაუჭიროს ან მწვრთნელს, ან პრობლემატურ ფეხბურთელებს.

თუ კლუბი მხარს მწვრ
თნელს დაუჭერს, ყველაფერი ადვილია - ეს ბიჭები გუნდში აღარ იქნებიან", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: გაინტერესებთ სიმართლე შევჩენკოს ტრანსფერზე?
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე რამოსის და კასილასის გასაგონად!!!
gogi
18:00 17-06-2013
0
როგორი მოწყენილები იყვნენ ინგლისელი ურნალისტები უჟოზეოდ და ჟოზე ინგლისური ტაბლოიდების გარეშე,ახლა ყველა კმაყოფილია-რეალიც,ჩელსიც და ჟურნალისტებიც:))
.........
16:47 17-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული