"ლივერპულს" ლუის სუარესის დაკარგვა აშინებს

AutoSharing Option
ლუის სუარესის ტრანსფერზე იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თავისა და ბოლოს გაგება უკვე ძალიან ჭირს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ესპანური პრესისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რატომ უნდა მინდოდეს წასვლა, როცა ჩემი ოჯახი ინგლისში თავს ბედნიერად გრძნობს, ჩემმა გოგონამ კი "ლივერპულის" ჰიმნი ზეპირად იცისო.

ფეხბურთელის მტკიცების მიუხედავად, ინგლისური მასმედია არ ცხრება და მადრიდის "რეალის" ინტერესზე ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს აცხობს.

"დეილი მეილის" მტკიცებით, კლუბმა ლუისს წერილობით სთხოვა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება, რადგან გაზეთებში გავრცელებული მისი გამონათქვამები სულაც არ არის ამისთვის სანდო წყარო.

ხელმძღვანელობა მხოლოდ ამის
შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა გზას დაადგეს - დააყენოს ტრანსფერზე თუ სამომავლო გეგმები სუარესთან ერთად მოხაზოს. ურუგვაელი 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მიუხედავად საგაზეთო ჭორებისა, მერსისაიდელებს კონკრეტული შეთავაზება ჯერ არავისგან მიუღიათ. ასე რომ, ბრენდან როჯერსი ამ ეტაპზე მას ჯერ კიდევ მოიაზრებს საკუთარ გუნდში.

რაც შეეხება "ლივერპულის" სხვა სატრანსფერო გეგმებს: კოლო ტურესა და იაგო ასპასის გარდა, ძირითად გუნდში გადაიყვანეს 17 წლის ცენტრალური მცველი ლოიდ ჯონსი. წესით, მალე უნდა გადაწყდეს სევილიელი ლუის ალბერტოსა და სანდერლენდელი სიმონ მინიოლეს ტრანსფერები. და რაც მთავარია, კვირის ბოლომდე დაესმება წერტილი "ვესტ ჰემში" ენდი კეროლის გადაბარგების საქმესაც, რაც კლუბს დამატებით სახსრებს მისცემს შემადგენლობის გასაძლიერებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი: მადრიდის "რეალიდან" არავინ შემხმიანებია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული