ლუის ალბერტო: "ლივერპულში" გადასვლით, ჩემი ოცნება ახდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალწვეულმა ლუის ალბერტომ აღნიშნა, რომ აქამდე ასეთი შეგრძნება არ ჰქონია. ალბერტომ განაცხადა, რომ მისი ოცნება ახდა.

შეგახსნებთ, რომ "ლივერპულმა" "სევილიას" ფეხბურთელის სანაცვლოდ 6.8 მილიონი ევრო გადაუხადა. ალბერტომ კი მერსისაიდულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ლივერპული" ტოპ-კლუბია. არ მჯერა, რომ ეს მოხდა. შეიძლება ითქვას, ჩემი ოცნება ახდა. არასდროს მქონია ასეთი შეგრძნება. აზრადაც არ მომსვლია, რომ ჩემით "ლივერპული" იყო დაინტერესბული, მაგრამ როცა დაიწყო მოლპარაკებები, მიხვდი თუ როგორ გამიმართლა. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას",
- თქვა ალბერტომ.

აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ფორვარდმა გასული სეზონი
"ბარსელონას" მეორე გუნდში გაატარა და 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

მომზადებულია liverpoolfc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული