ესპანური წყარო ირწმუნება, რომ აღარ არსებობს შანსი, რომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ კიდევ შეძლოს უელსელის დაყოლიება და "ნისლიან ალბიონზე" დატოვება.
ბეილის გადაწყვეტილება მტკიცეა, თუმცა ის არ კარგავს მოთმინებას და ელის, გაირკვეს "რეალში" მწვრთნელის საკითხი.
შემდეგი ეტაპი კი დენიელ ლევისა და ფლორენტინო პერესს შორის მოლაპარაკება იქნება.
სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება, ასე რომ, ბეილს არსად ეჩქარება.