"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაფერი იღონა, რომ მოლაპარაკებების შესახებ პრესას არაფერი შეეტყო, მაგრამ ბრიტანეთში მასმედიას არანაკლებ მძლავრი საცეცები აქვს, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურ MI5-ს.
ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, "სანი" ირწმუნება, რომ 27 წლის თავდამსხმელმა ახალ დამრიგებელს ძველზე შესჩივლა და აუხსნა, რომ "იუნაიტედიდან" წასვლის შესახებ ოფიციოზთან არასოდეს სიტყვაც კი არ დაუძრავს, იმის მიუხედავად, რომ ამას ამტკიცებდა თავად სერ ალექს ფერგიუსონი.
"შეუძლებელია, ეჭვი შეგეპაროს მოიესის
რუნისა და მოიესს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში კიდევ შედგება და საბოლოო გადაწყვეტილებაც ჩვენთვის მხოლოდ ამის მერე თუ გახდება ცნობილი.
ევრა წავა, თუკი...
პატრის ევრაზე, როგორც ბებერი კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ განაპირა მცველზე, ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როცა ის "მონაკოში" თამაშობდა. პატრისი 2004 წელს სწორედ დიდიე დეშამის გუნდიდან მიიწვიეს საფრანგეთის ნაკრებში (48 მატჩი). 2006 წლიდან კი ის "ოლდ ტრეფორდზე" თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ ვიცე-კაპიტნად ითვლება.
"მანჩესტერ იუნაიტედში" დევიდ მოიესის დანიშვნის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" ევრას მონტევიდეოს "ნასიონალიდან" ახალგაზრდა კონკურენტი გილერმო ვარელა მოჰგვარეს. ამას გარდა, ლაპარაკია "ევერტონიდან" ლეიტონ ბეინსის შეძენაზეც. არც იმის დავიწყება გვმართებს, რომ "ქუინზ პარკთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა და გუნდს უბრუნდება ფაბიო და სილვაც. დაგვეთანხმებით, 4 მარცხენა მცველი მეტისმეტია.
ცხადია, ეს ევრასაც ესმის და აცხადებს, რომ თუკი კლუბი ბეინსს შეიძენს, ის მზად არის, 7-წლიანი განშორების შემდეგ "მონაკოს" დაუბრუნდეს. უკანასკნელი, მოგეხსენებათ, ყველაფერს აკეთებს შემადგენლობის გასაძლიერებლად და ერთ-ერთ კანდიდატად ამისთვის 32 წლის ფრანგს განიხილავს. ვეტერანს "ეშმაკებთან" ხელშეკრულება ერთი წლის თავზე უმთავრდება. ესეც რომ არ იყოს, "მონაკოსთვის" საკომპენსაციო თანხა ნამდვილად არ იქნება მიუწვდომელი. ლაპარაკია 5,5 მილიონ ფუნტზე.
ახალი კონტრაქტი დე ხეას
"მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანელ დავიდ დე ხეას ახალ, გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს, იმის მიუხედავად, რომ მოქმედს ვადა მხოლოდ 2016 წლის ზაფხულზე გასდის. 22 წლის მეკარე ამჟამად კვირაში 55 ათას ფუნტს იღებს. თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში კი მისი ანაზღაურება 75 ათასამდე გაიზრდება.
მიუხედავად არასტაბილურად ჩატარებული პირველი წრისა, "ეშმაკების" კარის დარაჯმა ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ მისით "ბარსელონა" დაინტერესდა და მას ვიქტორ ვალდესის შემცვლელად განიხილავს. "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბის გათვლა ძალიან მარტივია. მათ კვალიფიციური ფეხბურთელის რაც შეიძლება დიდი ხნით დაბევება სურთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი": უეინ რუნი რჩება