"ბარსელონადან" "სტოკ სიტიში"

AutoSharing Option
"სტოკ სიტის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა "ბარსელონასა" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ცენტრალურ მცველ მარკ მუნიესას.

პრემიერლიგელებს გარიგება არაფერი დასჯდომიათ, რადგან ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლდათ. "ბლაუგრანას" ძირითად გუნდში მუნიესამ მხოლოდ 4 თამაშის გამართვა მოასწრო.

გეტყვით იმასაც, რომ შარშან ტონი პულისს პრემიერლიგაში ცენტრალური მცველების ერთ-ერთი ყველაზე სანდო დუეტი ჰყავდა.

რაიან შოუკროსმა და რობერტ ჰუთმა პირველი წრე მაღალ დონეზე ჩაატარეს, მაგრამ იმის გამო, რომ რეალური ალტერნატივა არ ჰყავდათ, გადაიღალნენ, რაც გუნდის თამაშის ხარისზეც აისახა.

მუნიესას გადაბირება "სტოკის" ახალი
დამრიგებლის მარკ ჰიუზის იდეა იყო.

ასევე იხილეთ:
რომელ ფეხბურთელებს დაემშვიდობება "ბარსელონა" ზაფხულში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული