იმავე დღეს გამოცემა "დეილი მეილმა" მოიესს ხუთი მნიშვნელოვანი რჩევა მისცა, რომელიც მას ნამდვილად გამოადგება. მასალას აქვე გთავაზობთ.
1. უეინ რუნის მომავალი
სერ ალექს ფერგიუსონმა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს სხვა კლუბის ნახვა სურდა კარიერის გასაგრძელებლად. ლაპარაკი იყო ფეხბურთელზე, ვინც პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯები სწორედ დევიდ
იმის გათვალისწინებით, რომ უეინ რუნის კონტრაქტს, რომლის თანახმად, ის კვირაში 250 ათას ფუნტს იღებს, ორ წელიწადში ვადა გასდის. სწორედ მიმდინარე ზაფხული შეიძლება აღმოჩნდეს კლუბისთვის გადამწყვეტი. თუკი მხარეები საერთო ენას ვერ გამონახავენ, "მანიუ" იძულებული გახდება, გაყიდოს თავდამსხმელი, რათა მასში სოლიდური თანხა მიიღოს.
2004 წლის ზაფხულში რუნის შეძენა კლუბს 27 მილიონი ფუნტი დაუჯდა. გამორიცხული არ არის, თუკი ფეხბურთელი დარჩენაზე დათანხმდება, კლუბმა მას იმავე პირობებით ახალი, ხანგრძლივი ხელშეკრულება გაუფორმოს.
2. ნახევარდაცვის გაძლიერება
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" უკანასკნელი ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო, ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებსა და მატჩების მიმდინარეობისას ბურთის შედარებით სუსტ კონტროლს. პოლ სქოულზმა კარიერა დაასრულა, ტომ კლევერლის რეგულარულად აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, ფილ ჯონსი კი ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურება დაცვის ცენტრში. აშკარაა, რომ ცენტრალური ნახევარდაცვა გაძლიერებას საჭიროებს.
"ეშმაკებისთვის" პრიორიტეტი ბარსელონელი ტიაგო ალკანტარაა, ფეხბურთელი, ვისაც შესანიშნავად შეუძლია შეტევების ორგანიზება. შუახაზელებს შორის საუკეთესო შედეგი შარშან რაიან გიგზს ჰქონდა - 5 გოლი. აქედან ორჯერ მან პენალტი გაიტანა. ამას გარდა, განიხილება იოან კაბაისა და კევინ სტროოტმანის კანდიდატურებიც.
3. წამსვლელები
უეინ რუნის მოსალოდნელი ტრანსფერის გარდა, "ოლდ ტრეფორდიდან" აბარგების კიდევ რამდენიმე კანდიდატია. უპირველესად, ლაპარაკია ანდერსონსა და ნანიზე. ეს ფეხბურთელები "იუნაიტედმა" 2007 წელს შეიძინა, როგორ ტოპ-ტალანტები, მაგრამ მათ დროთა განმავლობაში პროფესიული თვალსაზრისით ზრდა შეწყვიტეს.
გამორიცხული არ არის, რომ გუნდიდან წავიდეს ფრანგი მარცხენა მცველი პატრის ევრაც, რადგან მოიესს "ევერტონიდან" ლეიტონ ბეინსის გადაბირება სურს.
ახალგაზრდა კონკურენტთან ძირითადისთვის ბრძოლას ფრანგმა, შესაძლოა, კარიერის მიწურულს მსუყე ხელფასზე თამაში არჩიოს ისეთ კლუბებში, როგორებიც არიან "პარი სენ-ჟერმენი" ან "მონაკო". მართალია, "იუნაიტედის" გარემარბებს - ეშლი იანგსა და ანტონიო ვალენსიას წინა სეზონში თამაში არ წაუვიდათ, მაგრამ მოიესი მათთან გამოთხოვებას ნამდვილად არ გეგმავს.
4. სამწვრთნელო შტაბის ჰარმონიული მუშაობა
ალექს ფერგიუსონის დარად, გუნდი დატოვეს შოტლანდიელის ასისტენტებმაც. იმ სპეციალისტებს კი, ვისაც მოიესმა თავის შტაბში უხმო, მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.
ამიტომ გამორიცხული არ არის, დევიდმა მალე "იუნაიტედის" რომელიმე ყოფილი ვარსკვლავი დაამატოს შტაბს, ისეთი, რომელიც ძირფესვიანად იცნობს კლუბის სისტემას. ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად "ევერტონის" ყოფილი კაპიტანი ფილ ნევილი სახელდება. მან სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.
5. ჰარმონია გასახდელში
სანდო წყაროების მტკიცებით, "იუნაიტედის" ფეხბურთელები მოიესის პოსტზე დანიშვნას კმაყოფილნი შეხვდნენ. ამის მიუხედავად, შოტლანდიელს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მოთამაშეებთან ისეთივე ავტორიტეტი ექნება გარანტირებული, როგორც მის წინამორბედ ალექს ფერგიუსონს ჰქონდა.
მოიესს, უპირველესად, გუნდის დამსახურებულ ვეტერანებთან - რიო ფერდინანდთან და რაიან გიგზთან მოუწევს საერთო ენის გამონახვა. მან ასევე არ უნდა დაუშვას, რომ საკუთარი პერსპექტივებით შეწუხებულმა რუნიმ და ევრამ გასახდელს თავიანთი განწყობა გადასდონ. გუნდის თავკაცს ფეხბურთელებთან დაახლოების პირველი შანსი მოსამზადებელ შეკრებაზე მიეცემა, რომელიც 10 ივლისს იწყება. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ შეკრების შემდეგ მიიღებს მწვრთნელი პირველ მნიშვნელოვან საკადრო გადაწყვეტილებებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უეინ რუნი დევიდ მოიესის პირისპირ