2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კი უკვე "მეთოფეთა" ოფიციოზი ალაპარაკდა, რომ ისინი მზად იყვნენ, პრემიერლიგის სხვა გრანდებისთვის კონკურენცია გაეწიათ ამ მხრივ. სიახლე ჯერ კიდევ არაფერია, თუმცა, როგორც ჩანს, კვანძი მალე გაიხსნება. ყოველ შემთხვევაში "რეალის" 25 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის მამა ხორხე იგუაინი (ფეხბურთელის აგენტი) ამტკიცებს, რომ "არსენალში" გადასვლასთან მისი ვაჟი უკვე ახლოს არის. არადა, ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ხმები, რომ ჩრდილოლონდონელებმა
"რეალისგან" საბოლოოდ მივიღეთ ნებართვა, რომ "არსენალთან" პირადი კონტრაქტის დეტალებზე დავიწყოთ მოლაპარაკება. მოხარული ვიქნები, თუკი ჩემს შვილს პრემიერლიგის გრანდის მაისურში გამოწყობილს ვნახავ," - აცხადებს სინიორ ხორხე.
FoxSports-ის ინფორმაციით, "არსენალი" არგენტინელის შეძენას მომდევნო კვირის დაწყებამდე დაადასტურებს. შეგახსენებთ, რომ "რეალი" გონსალოში 25 მილიონ ფუნტს ითხოვდა, "არსენალი" კი მხოლოდ 20-ზე იყო თანახმა. საბოლოოდ "მეთოფეებმა" 23 მილიონის (26,7 მლნ ევრო) გადახდაზე თქვეს თანხმობა.
ახალი კონტრაქტები
"არსენალის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დადებულ პროფესიულ ხელშეკრულებებზე გაავრცელა ინფორმაცია. ლაპარაკია ზაკ ფეგანზე (18 წლის, ცენტრალური მცველი), ენტონი ჯეფრისა (18, განაპირა ნახევარმცველი) და ზაკ ანსაზე (19, თავდამსხმელი). უკანასკნელს "მეთოფეებთან" პირველი ხელშეკრულება 30 ივნისს დაუმთავრდა და ამჯერად ახალი გააფორმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლონდონის "არსენალმა" გონსალო იგუაინის ტრანსფერი შეათანხმა