გონსალო იგუაინის ტრანსფერი ლონდონის "არსენალში" ჩაიშალა?

AutoSharing Option
გონსალო იგუაინის თითქოს გადაწყვეტილი ტრანსფერი მადრიდის "რეალიდან" ლონდონის "არსენალში" ჩაშლის პირასაა.

ესპანური პრესა ირწმუნება, რომ "სამეფო კლუბს" არგენტინელის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა - 27 მილიონი ევრო ეცოტავება.

არადა, 4 ივლისს ინგლისელები წერდნენ, რომ იგუაინი არსენ ვენგერის კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს რამდენიმე საათში გააფორმებსო.

"სამეფო კლუბში" ირწმუნებიან, რომ იგუაინის თაობაზე "რეალისთვის" ოფიციალურად ჯერ არც ერთ კლუბს არ მიუმართავს, მათ შორის, არც ლონდონის "არსენალს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გონსალო იგუაინი ლონდონის "არსენალთან" ძალიან ახლოსაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული