გაოცებული პაულინიო

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი პაულინიო ლონდონს პარასკევს ეწვია, მეორე დღეს "დეზების" ბაზაზე სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შაბათს მან უკვე ტოტენჰემელის რანგში საკლუბო ვებგვერდს პირველი მცირე ინტერვიუ მისცა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო "ტოტენჰემს" იმ ნდობისთვის, რაც გამომიცხადა. აღფრთოვანებული ვარ პერსპექტივით, რაც ლონდონში მელოდება. ჩემს კარიერაში ეს უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამაყი ვარ, რომ ასეთ სახელოვან კლუბში მოვხვდი. გააზრებული მაქვს, თუ რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავარ, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ტვირთს
გავუძლებ და ჩემს თანაგუნდელებს მაქსიმალურად დავეხმარები წარმატების მიღწევაში.

საწვრთნელი ცენტრი, უბრალოდ, საოცრებაა. ნანახისგან ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. "ტოტენჰემის" ფეხბურთელებისთვის აქ საოცნებო პირობებია შექმნილი. ვაპირებ, რომ ჩემს საქმეზე გავაკეთო კონცენტრაცია და გარშემო შექმნილი კომფორტი სრულად გამოვიყენო. ბრაზილიაში ხშირად ვუყურებდით პრემიერლიგის შეხვედრებს, მათ შორის, "ტოტენჰემის" მონაწილეობითაც. ასე რომ, ვიცი, რა დონის მოთამაშეებთან მომიწევს კონკურენციის გაძლება. კარგია, რომ გუნდს, ჩემ გარდა, ბრაზილიელი კიდევ ჰყავს. სანდროსთან და სხვა თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლონდონის "ტოტენჰემმა" პაულინიო ოფიციალურად წარადგინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული