პრესაში ამ ხმების გავრცელებას წინ უსწრებდა ბრიტანელი ბუკმეიკერების მიერ სუარესის "არსენალში" გადასვლაზე ფსონების მიღების შეწყვეტა. პრესამ ჩათვალა, რომ უკანასკნელებმა რაღაც იციან და, ცხადია, შესაბამისი ინფორმაციაც უცბად გამოცხვა.
როგორც ცნობილია, ჩრდილოლონდონელები აქამდე "რეალიდან" გონსალო იგუაინის ტრანსფერზე მუშაობდნენ, მაგრამ სამეფო კლუბთან მოლაპარაკებების გაჯანჯლების შემდეგ ალტერნატიული გზების ძიებას შეუდგნენ.
აქამდე ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ იმავე სუარესის შეძენას "რეალიც" ცდილობდა.
"ლივერპულ ეხოს"
ჩვენი აზრით, ლოგიკური ვერსიაა. მთელი ამ ჩახლართული ისტორიის მთავარი გმირი ამჟამად კუთვნილი შვებულებით ტკბება, კომენტარზე უარს ამბობს და ინგლისში დაბრუნებას ივლისის ბოლოსღა გეგმავს.
სპირინგი მიდის
"ლივერპულის" ნახევარმცველი ჯეი სპირინგი "ენფილდიდან" უკვე სამუდამოდ მიდის. ფეხბურთელმა ვერა და ვერ მოახერხა ძირითადში დამკვიდრება, რის გამოც ორჯერ მიავლინეს იჯარით.
2010 წელს მან რამდენიმე თვე გაატარა "ლესტერში", 2012/13 წლების სეზონი კი მთლიანად "ბოლტონს" ემსახურა და, სიმართლე ითქვას, გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც კი იქცა.
მიუხედავად ამისა, "ენფილდზე" სპირინგი მაინც ზედმეტია.
და აი, მას კიდევ ერთი მთხოვნელი გამოუჩნდა. "ბლექბერნის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა გარი ბოუიერმა მისი გადაბირება მოისურვა.
"ვარდები" 24 წლის საყრდენში 1,5 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. სპირინგი "ივუდ პარკზე" პენსიაზე გასულ კიდევ ერთ ყოფილ ლივერპულელ დენი მერფის შეცვლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი: ურუგვაისთვის მესამე ადგილი მნიშვნელოვანია