"ქალაქელებმა" ამ ზაფხულს ორჯერ იწვნიეს მწარე მარცხი. პირველად - მაშინ, როცა კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ "მონაკოში" არჩია კარიერის გაგრძელება და მეორედ - ედინსონ კავანისთვის ბრძოლაში. ურუგვაელმაც საფრანგეთზე, კონკრეტულად კი, "პარი სენ-ჟერმენზე" გააკეთა არჩევანი. ამ ორზე ნაკლებად, მაგრამ მაინც აქტიურად განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც, მაგალითად: "ბაიერნიდან" მარიო გომესის შეძენა, "ფიორენტინადან" სტევან იოვეტიჩის გადაბირება და ასე შემდეგ.
რაკი გერმანელმა სწორედ "ფიორენტინას" მიაშურა, "ქალაქელებს" ისღა დარჩენიათ, "იებს"
ფლორენციელთა ბოსმა ანდრეა დელა ვალემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ თუკი დაინტერესებული კლუბი ნაკლებ თანხას შესთავაზებდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ის არ დაჯდებოდა. "მანჩესტერ სიტი" ერთადერთი არ არის, ვინც იოვეტიჩის მოხიბვლას ცდილობს. სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია "იუვენტუსსაც".
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდად ფინანსურ მხარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. მთავარია, ვინ შესთავაზებს "ვიოლას" ხსენებულ თანხას ყველაზე სწრაფად.
მოგვიანებით იტალიურმა წყაროებმა კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს: იოვეტიჩის აგენტი ფალი რამადანი 9 ივლისს ლონდონში ჩაფრინდა, სადაც ის ერთ-ერთი პრემიერლიგური კლუბის წარმომადგენლებთან აპირებდა შეხვედრას.
"სიტი" რამდენიმე დღის წინ "რომადან" პაბლო ოსვალდოს შეძენასაც აპირებდა, თუმცა "ჯალოროსიმ" საბოლოოდ გარიგებაზე უარი თქვა - რომაელებს 14 მილიონი ევრო ეცოტავათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სტევან იოვეტიჩი მადრიდის "რეალის" სამიზნეში