ფეხბურთელმა უკვე აცნობა საკუთარ წარმომადგენლებს, რომ "ბარსელონაში" უნდა გამოსვლა, სადაც მისი ნაკრების თანაგუნდელი ლიონელ მესი თამაშობს.
ესპანური პრესის ცნობით კი "ბარსელონა" შემტევი ხაზის გაძლიერებას აღარ აპირებს, რადგან უკვე მოასწრო ნეიმარის ტრანსფერის გაფორმება.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის არგენტინელი ფორვარდი ინგლისში 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" 45 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.