აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის კლუბებთან სპონსორებს ამდენი ხნის განმავლობაში ჯერ არ უმუშავიათ.
დანიელები 18 წელი კლუბის სატიტულო სპონსორები გახლდნენ, სულ კი მხარეთა თანამშრომლობის პერიოდში მარტო "ენფილდზე" გულშემატკივრებმა 2 500 000 ლიტრი "კარლსბერგი" დალიეს. მოგეხსენებათ, არენაზე ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ფირმის ალკოჰოლური სასმელი იყიდება. აი, რას აცხადებენ მხარეები:
მაიკ ტომპსონი ("კარლსბერგის" მარკეტინგული სამსახურის ხელმძღვანელი): "ურთიერთობა "ლივერპულთან" 1992 წელს დავიწყეთ. დანიური კომპანიისთვის ეს იყო პირველი
თანამშრომლობა აგერ უკვე 21 წელია, გრძელდება და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, რომელსაც 120 წელზე მეტის ისტორია აქვს, ახალი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. სხვანაირად ვერც იქნებოდა. მას ხომ 588 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ამას დაუმატეთ, რომ კლუბის ვებგვერდს ყოველდღიურად 7 მილიონი ადამიანი სტუმრობს, საკლუბო არხის გადაცემებს კი 600 ათასი ადამიანი უყურებს".
ბილი ჰოგანი ("ლივერპულის" კომერციული დირექტორი): "მოხარულები ვართ, რომ "კარლსბერგთან" ჩვენი ურთიერთობა კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელდა. ეს კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია ლუდის ბაზარზე. ჩვენი პარტნიორობა სარეკორდოდ ხანგრძლივია ინგლისის წამყვან კლუბებს შორის. ესეც თავისებურად საამაყოა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ლივერპულის" გამოცდილი ახალი კაცი საქმეში