მანუელ პელეგრინი: "მანჩესტერ სიტი" ედინ ჯეკოს არ გაყიდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ქალაქელები" ედინ ჯეკოს არ გაყიდიან.

პელეგრინიმ განაცხადა, რომ ჯეკოს ექნება შანსი საკუთარი თავი გამოავლინოს.

"ჯეკო გუნდში დარჩება. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელს ის თავს გამოიჩენს. მას ორი კვირის წინ ველაპარაკე, ჩვენ პრობლემები არ გვაქვს", - თქვა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯეკო "მანჩესტერ სიტიში" 2011 წელს "ვოლფსბურგიდან" გადავიდა. გასულ სეზონში ჯეკომ ძირითადში ადგილი დაკარგა, რის გამოც მისი სხვა გუნდში გადასვლის შესახებ ჭორები გავრცელდა.

მომზადებულია Goal.com-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული