დიდიე დროგბამ ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"გალათასარაის" თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ლონდონის "ჩელსიში" გადასვლაზე უარი თქვა. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა ჩეილან ჩალიშკანმა განაცხადა.

"მოურინიომ დროგბას დაურეკა და უთხრა, რომ კვლავ სურს მისი ხილვა "ჩელსიში". მათ კარგი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს დიდი პატივისცემით ეპყრობიან, თუმცა დროგბა ბედნიერია "გალათასარაიში" ყოფნით და ამის შესახებ თავის ყოფილ მწვრთნელს უთხრა. დიდიემ აუხსნა, რომ არ სურს თურქული კლუბის დატოვება",
- განაცხადა აგენტმა.

მომზადებულია thesportscampus.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული