ედენ აზარი: ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალში" მიწვევდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ "არისტოკრატთა" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალში" მუშაობის დროს მას "სამეფო კლუბში" იწვევდა.

"მან მითხრა, რომ "ლილში" ყოფნის დროს ჩემით იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ ამ კლუბში დარჩენა მინდოდა, სანამ 21 წელი არ შემისრულდებოდა. ჩემი თამაშის გაუმჯობესება მსურდა.

"რეალი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ მაშინ იმდენი რამე მქონდა დასამტკიცებელი ფრანგულ ლიგაში. მე დავრჩი, რადგან წასვლა ჯერ ადრე იყო.

ახლა კი მოურინიო ყველას დაგველაპარაკა და გვითხრა, ჩვენგან რას ელოდება.

ჟოზე მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მასზე ბევრი
ითქვა და დაიწერა, მაგრამ მე მგონია, რომ კარგი ადამიანია. მოურინიოს უყვარს თავისი ფეხბურთელები. ის ბევრს იცინის და მასთან ერთად ბევრს ვხუმრობთ ვარჯიშებზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მწვრთნელით ბევრ მატჩს მოვიგებთ და ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ.

მისი მოსვლა "ჩელსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, მასთან ერთად გუნდის შანსები წარმატების მისაღწევად გაიზარდა",
- თქვა აზარმა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული