"მან მითხრა, რომ "ლილში" ყოფნის დროს ჩემით იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ ამ კლუბში დარჩენა მინდოდა, სანამ 21 წელი არ შემისრულდებოდა. ჩემი თამაშის გაუმჯობესება მსურდა.
"რეალი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ მაშინ იმდენი რამე მქონდა დასამტკიცებელი ფრანგულ ლიგაში. მე დავრჩი, რადგან წასვლა ჯერ ადრე იყო.
ახლა კი მოურინიო ყველას დაგველაპარაკა და გვითხრა, ჩვენგან რას ელოდება.
ჟოზე მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მასზე ბევრი
დარწმუნებული ვარ, რომ ამ მწვრთნელით ბევრ მატჩს მოვიგებთ და ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ.
მისი მოსვლა "ჩელსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, მასთან ერთად გუნდის შანსები წარმატების მისაღწევად გაიზარდა", - თქვა აზარმა.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით