სვენ გორან ერიქსონმა კევინს ინგლისის ნაკრებში ჯერ კიდევ იქამდე უხმო, ვიდრე ის ელიტურ ლიგაში გამოცდიდა საკუთარ ძალებს. ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მან მალევე დაკარგა ადგილი ეროვნულ გუნდში. სულ "სამი ლომის" რიგებში ფილიპსმა 8 თამაში ჩაატარა (უკანასკნელად 2002 წლის 13 თებერვალს ჰოლანდიასთან) და გოლი არ გაუტანია. 25 ივლისს მას 40 წელი უსრულდება. პრემიერლიგის მოქმედ ფეხბურთელებში მასზე უფროსები არიან მხოლოდ მარკ შვარცერი - 40
კიდევ ერთი რამის აღნიშვნა შეიძლება: მიუხედავად საპატიო ასაკია, ფილიპსს მთელი 3,5 წელიწადი აკლია ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდამდე. 1995 წლის 14 მაისს ქუინზპარკელი ჯონ ბარიჯი "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისას 43 წლისა და 162 დღისა გახლდათ.
"კრისტალ პალასმა" ვეტერანს 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მართალია, კევინმა "სელსჰარტ პარკზე" წინა სეზონში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა (იჯარით "ბლექპულიდან"), თუმცა გულშემატკივრებს თავი მაინც დაამახსოვრა. ვეტერანმა ექვსი გოლის გატანა მოახერხა.
ივნისში ის თავისუფალი აგენტი გახდა. ლონდონელები დიდხანს ფიქრობდნენ, შეეთავაზებინათ თუ არა ფეხბურთელისთვის ახალი ხელშეკრულება. საბოლოოდ ყველაფერი ჩვენი გმირისთვის სასიკეთოდ დასრულდა. ფილიპსს მხოლოდ პრემიერლიგაში 259 შეხვედრაში 94 გოლი აქვს გატანილი. თუკი იან ჰოლოვეი წყალობის თვალით გადახედავს, მას თავისუფლად შეუძლია ეს რიცხვი 100-ს გადააცილოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"