დევიდ მოიესი: სესკ ფაბრეგასის ყიდვა ჩემი მთავარი მისიაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი დევიდ მოიესი ამბობს, რომ "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის შეძენა მისი მთავარი მისიაა.

ამისთვის შოტლანდიელი იმაზეც თანახმაა, რომ ფაბრეგასის ყიდვით "იუნაიტედის" რეკორდი მოხსნას.

ეს მან იაპონურ იოკოჰომაში, "ნისან სტედიუმზე" პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, "იუნაიტედი" მეორე შეთავაზებას ამზადებს, რომელიც 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს (კლუბის რეკორდს) გადასცდება.

"ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ედ ვუდვორდი ყველაფერს აკეთებს ფაბრეგასის საყიდლად. მალე გავიგებთ, რა გამოვა აქედან", - განაცხადა მოიესმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ძვირი შენაძენი აქამდე ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვია. მასში "ფულჰემს" (2008 წ.)
30,7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ტოპსამიზნე
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ყველაზემ ეტი ფული ფერდინანდში არ გადაიხადეს? 45 მლნ ევრომდე და ბერბატოვის ტრასნფერი 36 მლნ ევრომდე დაჯდა თუ ვცდები ?
YNWA
01:28 23-07-2013
0

სიახლეები პოპულარული