დევიდ მოიესი: უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" სტოკჰოლმში შეუერთდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კვლავაც დაადასტურა, რომ გუნდი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ უეინ რუნისთან განშორებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ხმები რუნის მომავალს ლონდონის "ჩელსისა" და "არსენალს" უკავშირებენ.

"იუნაიტედის" დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მანკუნიანელებს ფეხბურთელი 6 აგვისტომდე შეუერთდება, როდესაც გუნდი ამხანაგურ მატჩს შვედურ აიკ-თან გამართავს.

"კლუბში ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ რუნი არ იყიდება. გუნდში მის გამოჩენას სტოკჰოლმში ველოდებით.

ტრავმის მიღების შემდეგ მან მსუბუქი სირბილი განაახლა. იმედია, დადგენილ ვადებში გამოჯანმრთელებას მოასწრებს",
- თქვა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული