ფილ ჯონსი: ამ წუთას ჩემს თავს ზუსტად ის ხდება, რაც ასე ძალიან მინდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" უკანა ხაზში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავს, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონს ხანდახან მაინც აწუხებდა ხოლმე საკადრო პრობლემები.

ისე დაემთხვა, რომ "წითელი ეშმაკების" ცენტრალური მცველებიდან (რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, ჯონი ევანსი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი) ყველა ტრავმატულია.

ამ მხრივ, ყველაზე დაჩაგრული ჯონსია, ვისაც შარშან თამაშების ნახევარშიც არ მიეცა მოედანზე გასვლის საშუალება.

21 წლის მოთამაშე თავს ახლა უკეთ გრძნობს და საფეხბურთო ბატალიებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

მასალა "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

- არაერთხელ მითქვამს, რომ ფორმაში შესასვლელად სრული წინასასეზონო მზადების ციკლი
მჭირდება. ამ წუთას ჩემს თავს ზუსტად ის ხდება, რაც ასე ძალიან მინდა.

ვატყობ, რომ ყოველ შეხვედრაში უფრო ვუმატებ. იმედია, ასევე გაგრძელდება სეზონის დაწყებამდე.

მოსამზადებელი შეკრება გუნდისთვის მყარი საძირკველი უნდა გახდეს მთელი სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე სათამაშოდ. ახალი მწვრთნელის წყალობით, ატმოსფერო გუნდში შეცვლილია.

დატვირთვები ძალიან მძიმე იყო, თუმცა თავის გამოჩენის სურვილი თითოეულ ფეხბურთელში კიდევ უფრო მაღალი გახლდათ. იქამდე, ვიდრე გუნდის წევრი ვარ, სულ ერთია, სად ვითამაშებ. წლების მერე კიდევ შეიძლება ვიფიქრო ერთ კონკრეტულ ამპლუაზე, მაგრამ ახლა იმითაც ბედნიერი ვარ, რისი შანსიც მეძლევა.

დამალვით კი არასოდეს დამიმალავს, რომ ყველაზე კომფორტულად თავს დაცვის ცენტრში ვგრძნობ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყველა ფერგიუსონის გადაწყვეტილებას ელის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული