მისი თქმით, ფერნანდო ტორესი ამით კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ძირითადში ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა.
"ვფიქრობ, ფერნანდო ბედნიერი უნდა იყოს, რომ კონკურენცია გაიზარდა. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კარგია.
ის კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ტორესი ერთადერთი ფორვარდი იყო "ჩელსიში", სანამ იანვარში დემბა ბა არ გამოჩნდა. ახლა კი გუნდში კიდევ სამი ფორვარდია. ეს კარგია", - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელების რიგებს "ლევერკუზენიდან" ანდრე შიურლე შეუერთდა და "ვესტ ბრომვიჩიდან" რომელუ ლუკაკუ დაბრუნდა.