პეპე რეინას მოულოდნელი აღსარება

AutoSharing Option
"ლივერპულმა" ამ დღეებში ოფიციალურად დაადასტურა, რომ 30 წლის პეპე რეინას "ნაპოლიში" ერთწლიანი იჯარით უშვებს. "ენფილდზე" გატარებული 8 წლის შემდეგ ესპანელისთვის კლუბის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. მან გულშემატკივრებს ვრცელი წერილით მიმართა, რომლის მოკლე შინაარსს ქვემოთ გაეცნობით:

- "ლივერპული" "ნაპოლის" საიჯარო ხელშეკრულებაზე ისე შეუთანხმდა, რომ ჩემთვის ამაზე არაფერი უცნობებია. უცნაური შეგრძნებაა, რომ მომავალ წელს ამ კლუბის ფეხბურთელი აღარ მერქმევა. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში "ლივერპული" ჩემთვის ყველაფერი იყო. ის განსაკუთრებულია და ამის აღქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც აქ უთამაშია.

იმედგაცრუებული ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ
ეს ჩემი კი არა კლუბის გადაწყვეტილება იყო. თუკი ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ასე უმჯობესი იქნება ყველასთვის, დაე, იყოს ასე. ერთადერთი რაზეც მწყდება გული არის ის, თუ რა ფორმით მიწევს აქაურობის დატოვება. მესმის, რომ ეს ფეხბურთია და ხანდახან მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება საჭიროა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ უკეთეს დამოკიდებულებას ვიმსახურებდი.

თავის დროზე კლუბს უმორჩილესად ვთხოვე, "ბარსელონას" წინადადება აუცილებლად განეხილათ, თუკი ასეთს საერთოდ მიიღებდნენ, ხოლო თუკი ეს არ მოხდებოდა, მაშინ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეიძლებოდა დალაპარაკება. ჩემზე და "ბარსელონაზე" ბევრი იწერებოდა. ჩემთვის ეს შინ დაბრუნების შანსი იყო. როცა ყველაფერი გაირკვა,

ბედნიერი ვიყავი, რომ ვრჩებოდი და მწვრთნელს ეს ვუთხარი კიდეც. ვაპირებდი ძირითადისთვის მებრძოლა. ასე რომ, ამ ყველაფრის შემდეგ კლუბის გადაწყვეტილებამ გამაოგნა. ნებისმიერ შემთხვევაში "ლივერპულისა" და მასში დასაქმებული ადამიანების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ახლა რაფა ბენიტესთან მუშაობის განახლებას ველოდები. ის საუკეთესო სპეციალისტად მიმაჩნია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეპე რეინა: პრაქტიკულად გამაგდეს "ლივერპულიდან"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული