- "ლივერპული" "ნაპოლის" საიჯარო ხელშეკრულებაზე ისე შეუთანხმდა, რომ ჩემთვის ამაზე არაფერი უცნობებია. უცნაური შეგრძნებაა, რომ მომავალ წელს ამ კლუბის ფეხბურთელი აღარ მერქმევა. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში "ლივერპული" ჩემთვის ყველაფერი იყო. ის განსაკუთრებულია და ამის აღქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც აქ უთამაშია.
იმედგაცრუებული ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ
თავის დროზე კლუბს უმორჩილესად ვთხოვე, "ბარსელონას" წინადადება აუცილებლად განეხილათ, თუკი ასეთს საერთოდ მიიღებდნენ, ხოლო თუკი ეს არ მოხდებოდა, მაშინ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეიძლებოდა დალაპარაკება. ჩემზე და "ბარსელონაზე" ბევრი იწერებოდა. ჩემთვის ეს შინ დაბრუნების შანსი იყო. როცა ყველაფერი გაირკვა,
ბედნიერი ვიყავი, რომ ვრჩებოდი და მწვრთნელს ეს ვუთხარი კიდეც. ვაპირებდი ძირითადისთვის მებრძოლა. ასე რომ, ამ ყველაფრის შემდეგ კლუბის გადაწყვეტილებამ გამაოგნა. ნებისმიერ შემთხვევაში "ლივერპულისა" და მასში დასაქმებული ადამიანების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ახლა რაფა ბენიტესთან მუშაობის განახლებას ველოდები. ის საუკეთესო სპეციალისტად მიმაჩნია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პეპე რეინა: პრაქტიკულად გამაგდეს "ლივერპულიდან"