გარეთ ბეილის მშობლები "ტოტენჰემის" ბოსს შვილის "რეალში" გაშვებას სთხოვენ

AutoSharing Option
გარეთ ბეილის შესაძლო ტრანსფერის გაჩარხვაში ლონდონური "ტოტენჰემიდან" მადრიდის "რეალში" უკვე მისი მშობლები ჩაერთვნენ, ამის შესახებ ბრიტანული "სანი" იუწყება.

"ტოტენჰემის" ბოს დენიელ ლევისთან მოლაპარაკებაზე არა მხოლოდ ფეხბურთელის აგენტი არამედ გარეთ ბეილის მშობლები ფრენკი და დები გამოცხადნენ, რომელთაც ლევის შვილის მადრიდში გაშვება სთხოვეს.

გარეთის მშობლებმა ლევის შეახსენეს, რომ ის შვილს დაპირდა მადრიდის "რეალის" სერიოზულად დაინტერესების შემთხვევაში, ტრანსფერს ხელს არ შეუშლიდა, მით უფრო თუ "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებოდა.

"ტოტენჰემი" ლიგაზე ვერ მოხვდა, ხოლო მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ყველაზე ძვირ ტრანსფერს სთავაზობს ლონდონურ კლუბს,
მაგრამ ლევი ჯერჯერობით პირობას არ ასრულებს.

"თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ბაზაზე ბეილები გამოჩნდნენ. ეშმაკმა უწყის, რა უთხრეს მათ მისტერ ლევის", - განუცხადა "სანს" ინკოგნიტო წყარომ.

"სანის" ინფორმაციით, მომავალ კვირაში ლევის და ფლორენტინო პერესის შეხვედრა მაიამიში შედგება.

ასევე იხილეთ:
გარეთ ბეილმა "ტოტენჰემიდან" წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული