სალომონ კალუ ინგლისში ბრუნდება

AutoSharing Option
27 წლის ივუარელმა თავდამსხმელმა სალომონ კალუმ "ლილში" კარიერის გაგრძელება 2012 წლის ივნისში "ჩელსის" რიგებში ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გადაწყვიტა.

ამ მომენტისთვის მას ლონდონელებთან კონტრაქტი ამოწურული ჰქონდა, ასე რომ, "ძაღლებს" მისი გადაბირება არაფერიც არ დასჯდომიათ. მართალია, მან სეზონი სუსტად დაიწყო, მაგრამ შემდგომ ახალ გარემოს ალღო აუღო და საბოლოოდ 14 გოლის გატანა მოახერხა.

მიუხედავად ამისა, კალუმ ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც ირკვევა "ვესტ ჰემი" და "ლილი" საკომპენსაციო თანხაზე უკვე მორიგდნენ.

"ჩაქუჩებს" გარიგება 3.5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. სალომონი ბრიტანეთის დედაქალაქს უქმეებზე ეწვევა და პირადი
კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს.

ასევე იხილეთ:
დომინანტი პსჟ და შედეგიანი სალომონ კალუ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული