"არასდროს მითქვამს, რომ "ლივერპულს" ლუის სუარესზე სატრანსფერო შეთავაზება გავუგზავნეთ, მაგრამ ახლა ვადასტურებ, რომ ერთხელ ეს გავაკეთეთ. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
ამის თაობაზე თუ გვექნება რამე სიახლე შეგატყობინებთ.
ტრანსფერების დროს ვცდილობთ გარკვეული წესები დავიცვათ და სხვა კლუბებს პატივს ვცემთ.
წინ კიდევ ერთი თვეა და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ვიმუშავებთ, რომ შემადგენლობა გავაძლიეროთ.
არ მინდა სახელების თქმა, რადგან ეს მოლაპარაკების პროცესს არ გაადვილებს", - თქვა ვენგერმა.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით