გარეთ ბეილს მოკვლით ემუქრებიან

AutoSharing Option
გაზეთმა "დეილი სტარმა" გუშინ გარეთ ბეილზე ორი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, აქედან ერთი კარგია, მეორე - ცუდი.

დადებითი ის არის, რომ 23 წლის უელსელი გუშინ თითქმის 3-კვირიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოცხადდა "ტოტენჰემის" ბაზაზე და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელი ამით ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების დათბობასა და "რეალთან" დაუსრულებელი სატრანსფერო ისტორიისთვის წერტილის დასმას იმედოვნებს.

როგორც ჩანს, გარიგება არც ისე შორეული პერსპექტივაა. ფეხბურთელი ელოდება, რომ საქმეს ნათელი მას მერე მოეფინება, როცა მაიამიში "რეალისა" და "ტოტენჰემის" ხელმძღვანელები ფლორენტინო პერესი და
დენიელ ლევი შეხვდებიან ერთმანეთს.

"დეზების" "ტვიტერზე" ჟურნალისტებს თვალში მოხვდათ, რომ გვერდის საპრეზენტაციო ფოტოზე "სიეტლ საუნდერსში" გადასული კლინტ დემპსისა და... ბეილის გამოსახულებები გაქრა. მათ ნაცვლად აარონ ლენონსა და მუსა დემბელეს შეხვდებით. ცხადია, ეს არაფერს ამტკიცებს, თუმცა დაეჭვების საფუძველს ნამდვილად იძლევა.

ჩრდილოლონდონელთა მავან რადიკალ გულშემატკივრებს ეტყობა ძალიან მობეზრდათ ბეილისა და "რეალის" ერთ კონტექსტში მოხსენიება და გადაწყვიტეს, ზომები მიეღოთ. კვირას "ტოტენჰემის" ბაზაზე ანონიმური ზარის ავტორი უელსელს "რეალში" გადასვლის შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა. პოლიციას ჯერჯერობით სავარაუდო ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლონდონის "ტოტენჰემმა" "ტვიტერის" გვერდიდან გარეთ ბეილის ფოტო გააქრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული