ლონდონის "ტოტენჰემმა" "ტვიტერის" გვერდიდან გარეთ ბეილის ფოტო გააქრო

AutoSharing Option
სპორტულ ჟურნალისტთათვის შეუმჩნეველი არაფერი რჩება - ლონდონური "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ "ტვიტერზე" ოფიციალური გვერდის ყდა შეცვალა.

ეს ამბავი ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ფაქტი - ძველ ყდაზე გარეთ ბეილის ფოტო იყო, ახალზე კი უკვე სულ სხვა ფეხბურთელები (მათ შორის, მუსა დემბელე) არიან, ბეილი კი არსად ფიგურირებს.

ინგლისელი ჟურნალისტების თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ გარეთი მადრიდის "რეალში" გადადის.

ადრე ყდიდან გაქრა ამერიკელი კლინტ დემპსის ფოტო და ცოტა ხანში ის "სიეტლ საუნდერსში" გადავიდა.

ასევე იხილეთ:
ლონდონის "ტოტენჰემმა" შესაძლოა გარეთ ბეილი დასაჯოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული