ამ იდეას გაბრაზებით გამოეხმაურა "კონფერენსის" ხელმძღვანელობა, რომლის აზრითაც, ვინმე ტომის, დიკის ან ჰარის ოფიციალურ მატჩში ფულის სანაცვლოდ გამოყვანა ჩემპიონატის პრესტიჟს დარტყმას მიაყენებდა.
თუმცა "მაკლსფილდმა" უკან არ დაიხია და ფანებს ახლა წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა შესთავაზა, ოღონდ ფასი დააკლო - 10 ათასი ფუნტი.
იდეას ადგილობრივი ბიზნესმენი ჯეიმს გორფინი გამოეხმაურა, რომლის ცოლშვილიც სულ მალე გორფინს ტრიბუნიდან ამხნევებდა, ბიზნესმენმა კი
და იცით ვის წინააღმდეგ ითამაშა 40 წლის გორფინმა? პრემიერლიგის კლუბ "სტოკ სიტის" წინააღმდეგ!
ეს ყველაფერი 9 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი გორფინი ჩაწოდებულის დაჭერას შეეცადა და საზარდული დაიზიანა, ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
აი, ასე 9 წუთი გაგრძელდა ბიზნესმენის პროფესიული კარიერა, რომელშიც მან 10 ათასი ფუნტი გადაიხადა.
"ტრიბუნიდან ადვილი ჩანს ფეხბურთის თამაში. რამდენჯერ მიფიქრია, რომ ამას რა უნდა, უკეთაც ვითამაშებ, მაგრამ მოედანზე სულ სხვა სიტუაცია დამხვდა, წამის მეასედში უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი სტოკელი ისე დამაჯდა ფეხზე, რომ კინაღამ დამახეიბრა. მოკლედ, ფეხბურთელობა ძნელი ყოფილა", - განაცხადა ვერშემდგარმა ფეხბურთელმა.