ერთ დროს პსვ-სა და "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა[PHOTO]

AutoSharing Option
ერთ დროს "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა, ნიდერლანდელმა იბრაჰიმ აფელაიმ კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა.


"საბოლოოდ, მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. როგორც იქნა, მე ეს შევძელი და ახლა მშვიდად ვარ."


იბრაჰიმი უკლუბოდ გასული ზაფხულის შემდეგ იმყოფებოდა. პსვ-დან წასვლის შემდეგ სხვადასხვა შემოთავაზება მიიღო, თუმცა აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ვერაფრით მოიხიბლა.


"კიდევ ერთი წლით მინდოდა დარჩენა, თუმცა არა ყველაფრის ფასად. საინტერესო შემოთავაზება არ მიმიღია და ეს გადაწყვეტილება მივიღე" - განაცხადა აფელაიმ.


Sportall.Ge


იბრაჰიმი ეინდჰოვენის ღარიბ უბანში გაიზარდა. მისი, როგორც უმაღლეს კლუბში პროფესიონალი ფეხბურთელის დებიუტი "ეინდჰოვენის" რიგებში
შედგა. მაშინ ის 17 წლის გახლდათ.

აფელაიმ გუნდში თავი მარტივად დაიმკვიდრა. მეტიც, დროდადრო ამტკიცებდა, რომ დიდებულ ტალანტს ფლობდა.


"ბარსელონაში" გადასვლამდე ნიდერლანდების თასი და ქვეყნის ტიტული 4-ჯერ მოიგო.


კატალონიელთა რიგებში გადასვლის შემდეგ საკლუბო დონეზე უმაღლეს ტიტულს, ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა (2011).


Sportall.Ge


აფელაიმ ნიდერლანდების მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და 7 გოლიც გაიტანა.


Sportall.Ge


სამწუხაროდ, იბრაჰიმი ტრავმიანობისკენ მიდრეკილებამ "გააწამა". 2019 წელს აფელაი მშობლიურ ქალაქში, პსვ-ში დაბრუნდა, თუმცა იმედები ვეღარ გაამართლა.


ნიდერლანდელმა კარიერის ბოლო შეხვედრა 2020 წლის 26 იანვარს, "ტვენტეს" წინააღმდეგ ჩაატარა.

აფელაიმ შემდეგ გუნდებში ითამაშა:

2004-10 - პსვ - 159 შეხვედრა - 35 გოლი

2010-15 - "ბარსელონა" - 21 შეხვედრა - 1 გოლი

2012-13 - "შალკე" (იჯარა) - 10 შეხვედრა - 2 გოლი

2014-15 - "ოლიმპიაკოსი" (იჯარა) - 19 შეხვედრა - 4 გოლი

2015-19 - "სტოკ სიტი" - 49 შეხვედრა - 2 გოლი

2019-20 - პსვ - 3 შეხვედრა - 0 გოლი



მომზადებულია funx-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იყო ძალიან, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ შედგა...
ზურა
17:57 01-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული