ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ESPN ავრცელებს.
გამოცენის ცნობით, ლონდონელები რუნის კვირაში 240 ათას ფუნტს გადაუხდიან.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" უკვე გაუკეთა ორი წინადადება "წითელ ეშმაკებს", მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო.
რაც შეეხება რუნის, ფორვარდმა 9 აგვისტოს "სევილიასთან" ამხანაგური მატჩი გამოტოვა. ორი დღეა რუნი სარეზერვო გუნდთან ერთად ვარჯიშობს.