ინგლისის სუპერთასი "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2013/14-ის სეზონი მოგებით დაიწყო. ფავორიტმა სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრი ვერაფერი თამაში გვიჩვენა. რჩება შთაბეჭდილება, რომ "ეშმაკებმა" პრაქტიკული გათვლა გააკეთეს და სეზონის პირველი ტიტულის მოსაგებად ზუსტად იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო.

ჩემპიონშიპის წარმომადგენელმა პრემიერლიგის გამარჯვებულის კართან ბურთიანად მიახლოება 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე მოახერხა, კარში სახიფათო დარტყმაზე კი ლაპარაკი ზედმეტია. "იუნაიტედის" მხრიდან ორჯერვე რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა თავი.

30 წლის ჰოლანდიელმა პირველ ტაიმში პატრის ევრას ფლანგური გადაცემა გამოიყენა, მეორეში კი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დასცხო და ლეონ ბარნეტის რიკოშეტის შემდეგ
საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სკოტ კარსონი ამ შემთხვევაშიც უძლური იყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდგომ
დევიდ მოიესი
(მანჩესტერ იუნაიტედი): "კომპლიმენტების დიდ ნაწილს ალალად სერ ალექს ფერგიუსონი იმსახურებს, ვისმა გუნდმაც იმარჯვა შარშანდელ პრემიერლიგაში. რეალურად დღეს ეს ტიტული მან მოიგო. "იუნაიტედმა" დღესაც ისევე დამაჯერებლად ითამაშა, როგორც ამას შარშან ახერხებდა".

რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი): "იუნაიტედს" რეალური შანსი აქვს სეზონი ხუთი ტიტულით ჩაამთავროს. ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, რომ ეს ასე მოხდეს. პირადად მე რაც შემეხება, ბედნიერი ვარ, რომ "უემბლიზე" გავიტანე. ამ სტადიონზე ეს ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა. მჯერა ამ გუნდის პოტენციალის და ვერასოდეს მივხვდები, რატომ მიაჩნია ზოგიერთს, რომ ჩვენ ფავორიტებს შორის მესამე ადგილზე ვართ".

მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი 2:0
გოლები: 1:0 ვან პერსი (6), 2:0 ვან პერსი (59)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - რაფაელი (15. სმოლინგი), ფ. ჯონსი, ვიდიჩი, ევრა - კლევერლი, კერიკი, გიგზი (66. ანდერსონი) - ზაჰა (60. ვალენსია), ვან პერსი (83. იანუზაი), უელბეკი (83. კაგავა)
უიგანი (4-3-3): კარსონი - ბოისი, პერჩი, ბარნეტი, კრეინი - მაკარტი (85. დიკო), უოტსონი (71. ესპინოსა), მაკარტური (60. მაკანი) - მელონი (71. გომესი), ჰოლტი (60. ფორჩუნი), მაკლინი (61. მაკმანამანი)
გაფრთხილება: კლევერლი - მაკარტური, ესპინოსა
კარში დარტყმა: 7-1 (3-0) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 0-0 ჯარიმა: 14-11 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 82 000

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენაზე არავის შევეხვეწებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული