როი ჰოჯსონი უეინ რუნის ჯანმრთელობით არ გარისკავს

AutoSharing Option
უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ თამაშობს და ოფიციალურად ამის მიზეზად ტრავმა სახელდება. 27 წლის ფეხბურთელს ძირითად გუნდთან სრულფასოვნად ჯერ არ უვარჯიშია.

მიუხედავად ამისა, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ის შოტლანდიის წინააღმდეგ მოსამზადებელ შეკრებაზე გამოიძახა. მასმედიაში მაშინვე გაჩნდა ცნობები, რომ "იუნაიტედის" თავკაცი დევიდ მოიესი რუნის გამოძახებამ გააღიზიანა. თუმცა ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

ჰოჯსონის თქმით, ის ნაკრების ვიცე-კაპიტანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ათამაშებს, თუკი ის დატვირთვისთვის 100%-ით იქნება მზად. საკითხავია, როგორ შეიძლება ფეხბურთელი კვირას ტრავმის გამო სუპერთასის განაცხადშიც კი ვერ
მოხვდეს და ოთხშაბათს იდეალურად მომზადებული შეხვდეს.

"გადაწყვეტილება რუნის გამოძახებაზე ჩემსა და მოიესს შორის ურთიერთობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ უკვე წლებია, ვმეგობრობთ და მას, როგორც მწვრთნელს, ჩემი ნამდვილად სხვებზე უკეთ ესმის. ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ოთხი თამაში დარჩა ჩასატარებელი.

ბიჭები ერთად უკანასკნელად სამი თვის წინ ვნახე ბრაზილიასთან მატჩზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი კიდევ ერთხელ შეკრება, მიუხედავა
დ იმისა, ვინ მოხვდება ძირითადში, ვინ შეცვლაზე შევა, ვინ საერთოდ ვერ ითამაშებს. ამ ეტაპზე მთავარია, 2-3 დღე ერთად გავატაროთ. რუნი გამოცხადდება შეკრებაზე, ჩვენი ექიმები მას შეამოწმებენ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ. ნამდვილად არ ვაპირებთ რისკზე წასვლას და "იუნაიტედში" უკან ტრავმირებული მოთამაშის დაბრუნებას," - განაცხადა ჰოჯსონმა.

ტრავმირებული შეგირდის ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა დევიდ მოიესმაც:

"ამ თემაზე წინა კვირაში ჰოჯსონთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მოგეხსენებათ, უეინი ბოლო პერიოდში ნატკენ მხარს მკურნალობდა და სრულ დატვირთვას ვერ უძლებდა. მას მხოლოდ ისეთი ვარჯიშების კეთების უფლება ჰქონდა, სადაც თანაგუნდელთან კონტაქტი გამორიცხულია. რუნიმ შაბათს ჯერ ძირითად გუნდთან ივარჯიშა, შემდეგ კი ინდივიდუალურადაც.

"უიგანთან" მატჩისთვის მისი მწყობრში ჩადგომა ვერ მოესწრო. რაც შეეხება ნაკრებს, შესაძლოა, იქამდე მოიკეთოს კიდეც. თუკი რუნი ამისთვის მზად იქნება, იმედია, ჰოჯსონი 90 წუთს მისცემს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როი ჰოჯსონი: გულდაწყვეტილი ვარ, ბრაზილიას ადრევე რომ ვერ გავუტანეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული