ლონდონის "ტოტენჰემს" ერიკ ლამელას შეძენა სურს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემი" "რომას" თავდამსხმელის, ერიკ ლამელას შეძენას შეეცდება.

გარეთ ბეილი, სავარაუდოდ, დატოვებს "დეზების" რიგებს და ამიტომ კლუბი "რომას" 21 წლის ფეხბურთელით დაინტერესდა.

თუმცა ლამელას გადაბირება იოლი საქმე არ იქნება, რადგან იტალიური კლუბი ფეხბურთელს 30 მილიონ ფუნტად აფასებს.

2012/13 წლების სეზონში ლამელამ იტალიის ჩემპიონატსა და თასზე 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Dilly Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული