ზაფხულში მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ მოვლენათა ფორსირებას არ გეგმავს. თუკი ღირსეულ წინადადებას მიიღებს, აუცილებლად განიხილავს, თუმცა თუკი ასე არ მოხდა, არც ამ შემთხვევაში ჩავარდება დეპრესიაში. შესაძლოა, ფეხბურთელს არ ეჩქარებოდეს საკუთარი მომავლის გარკვევა, რასაც "აიაქსზე" ნამდვილად ვერ ვიტყვით.
ამსტერდამელებს არ ხიბლავთ ერიკსენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით გამომშვიდობების პერსპექტივა. დანიის ნაკრების ფეხბურთელით ამ ზაფხულს "დორტმუნდი" და "ლივერპული" იყვნენ დაინტერესებულები. უკანასკნელმა სატრანსფერო
გერმანელმა ინგლისის ჩემპიონატს ალღო ვერ აუღო და "დეზების" სათადარიგოთა სკამზე უფრო მეტ დროს ატარებს. კრისტიანმა ამ დღეებში დანიურ ტელევიზიას მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა:
"იან ვერტონგენისგან "ტოტენჰემზე" ბევრი რამ ვიცი. მაგალითად ის, რომ ის დიდი კლუბია. ეს ვარიანტი საკმაოდ მომხიბვლელი იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მე და ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს არავისთანაც არ ვაწარმოებთ. რა მოხდება უახლოეს ორ კვირაში, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ. ვიმეორებ, ჩემი მხრივ მზად ვარ საინტერესო წინადადებების განსახილველად.
რეალური შემოთავაზება მხოლოდ რუსეთიდან მქონდა, მაგრამ ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია, რადგან ფულისთვის თამაშს არ ვაპირებ. კარიერას მხოლოდ ევროპის ხუთი საუკეთესო ჩემპიონატიდან რომელიმეში თუ გავაგრძელებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ლივერპული" კრისტიან ერიკსენს 17 მილიონ ფუნტად ყიდულობს