ლონდონის "ტოტენჰემმა" ეტიენ კაპუ დაიმატა

AutoSharing Option
"ტულუზას" ნახევარმცველი ეტიენ კაპუ ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

25 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა, რომლის სატრანსფერო ფასი 8.5 მილიონი ფუნტია, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

აქვე გეტყვით, რომ კაპუს მიმართ ინტერესს "მონაკო", კარდიფ სიტი" და ლონდონის "არსენალი" იჩენდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ტოტენჰემი" 22 აგვისტოს თბილისში "დინამოსთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული