დევიდ მოიესი: არაერთხელ გვითქვამს, უეინ რუნი არ იყიდება!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასა და უეინ რუნის შესახებ ისაუბრა.

"კლუბი რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებას და უკან დახევას არ აპირებს. შევძლებთ თუ არა ტრანსფერების გაფორმებას ფანჯრის დახურვამდე? ამის იმედი მაქვს, რადგან ამაზე ბევრს ვმუშაობთ.

ნათელი იყო, რომ ეს სატრან
სფერო ფანჯარა ჩემთვის რთული იქნებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ხომ მხოლოდ პირველ ივლისს მოვედი. ცოტა დრო მქონდა, რომ ფეხბურთელები გამეცნო და ბაზარი შემესწავლა.

რა თქმა უნდა, ვიცი, საზაფხულო ტრანსფერებზე როგორ უნდა იმუშაო, მაგრამ სულ სხვა რამეა, როცა უკვე მოასწარი ფეხბურთელებთან
მუშაობა და მათი გაცნობა.

რაც შეეხება რუნის, ლონდონის "ჩელსის" დაინტერესების სიტუაციას არანაირი განვითარება არ მოჰყოლია და არც გვინდა, რომ მოჰყვეს. არაერთხელ გვითქვამს, რუნი არ იყიდება.

უნდა ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნება რუნი, ნაკრებიდან რომ დაბრუნდება.

ინგლისისა და შოტ
ლანდიის ნაკრებებს შორის მატჩს ვუყურე. ვფიქრობ, 65 წუთში რუნიმ ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა. მან ირბინა და ფიზიკურადაც დაიტვირთა, თუმცა მაინც ეს მისი პირველი მატჩი იყო სეზონში", - თქვა მოიესმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
როი ჰოჯსონი: ის, რაც რიკი ლამბერტს შეემთხვა, ზღაპრებში ხდება ხოლმე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული