ბრენდან როჯერსი: დაივიწყეთ 6 კვირით ლუის სუარესი!

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსს უკვე მოსწყინდა 26 წლის ლუის სუარესის შესახებ კომენტარების გაკეთება და განაცხადა, რომ მისგან ამ თემაზე ჟურნალისტები ვეღარაფერს გაიგებენ... უახლოესი 6 კვირის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ სუარესი, მნიშვნელობა არა აქვს, დატოვებს თუ არა "ლივერპულს", პრემიერლიგის 6 ტურს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, რომელიც მან "ჩელსის" მცველ ბრანისლავ ივანოვიჩის კბენისთვის მიიღო.

"მეტჯერ აღარ ვილაპარაკებ სუარესის მომავლის შესახებ, მით უფრო, რომ უახლოესი 6 კვირა მისი გამოყენება ჩვენ მაინც არ შეგვიძლია. ახლა მთელი ყურადღებით იმ ბიჭებზე ვარ გადართული, რომელთაც შეიძლება ამ უქმეებზე დავეყრდნო", - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული