"მეთოფეები" მოულოდნელად გადაულახავ ბარიერს შეეჯახნენ. არადა, "ასტონ ვილა" დიდი ხანია, საშუალო გუნდად ითვლება.
ვენგერის გუნდი ნელ-ნელა იძირება.
"ლივერპულმა" "სტოკ სიტისთან" სადებიუტო შეხვედრაში შემტევი შემადგენლობა გამოიყვანა, თუმცა პირველ წუთებში ასმირ ბეგოვიჩის კართან სერიოზული ხიფათი ვერ შექმნა. სტუმარმა ჯერ კონტრშეტევაზე, შემდეგ კი კუთხურის გათამაშების შემდეგ ორჯერ მოახერხა სიმონ მინიოლეს ანერვიულება. ერთხელ სულაც ხარიხას გაარტყა.
მე-12 წუთზე მარტინ ატკინსონმა დენიელ სტარიჯს გოლი გაუუქმა თამაშგარეს გამო, შემდეგ კოლო ტურემ "დაუმიზნა" ხარიხას.
მცირე
ტაიმის ბოლოს ჯონ უოლტერსს შეეძლო გათანაბრება, თუმცა სიმონ მინიოლემ ფანტასტიკურად ითამაშა.
მეორე ტაიმი არანაკლებ სანახაობრივი გამოდგა. 69-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც ჰენდერსონის ყუმბარისებური დარტყმა ძელს მოხვდა, პირველად ფეხბურთის ისტორიაში, გოლის ფიქსაციის ელექტროსისტემა ჩაერთო, რომელმაც დაადგინა, რომ ბურთს ხაზი არ გადაუკვეთია.
თამაშის დასრულებას აღარაფერი აკლდა, როცა დანიელ აგერის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშს პენალტი მოჰყვა. მინიოლემ ჯერ უოლტერსის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი დამატებასაც გაუმკლავდა.
თავის მართლებას აზრი არა აქვს
"არსენალს" ძალიან ბევრი ტრავმირებული ჰყავს. ბირმინგემელებთან თამაშის შემდეგ ლაზარეთში გადაინაცვლეს კირან გიბსმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმაც.
ამას დაუმატეთ ისიც, რომ გამოცდილი ენტონი ტეილორი აშკარად შეცდა, როცა მეორე ტაიმში 1:1-ზე სტუმართა სასარგებლოდ მეორე პენალტი დანიშნა და ლორან კოშელნის დაუმსახურებელი ყვითელი უჩვენა, თუმცა ყველა ეს არგუმენტი ერთად მაინც ვერ გადაწონის "მეთოფეთა" სირცხვილს.
შეიძლება ითქვას, არსენ ვენგერის გუნდმა შეხვედრა ლოგიკურად დათმო.
ფრანგს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გულისტკივილი არ დაუმალავს:
"უდიდესი იმედგაცრუებაა. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ შემობრუნდა. კაცნაკლულებსაც კი შეგვეძლო გათანაბრება.
გული მწყდება არა მხოლოდ წაგებისა და ტრავმირებული ფეხბურთელების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ბიჭებს ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ძალების კონცენტრაცია გაუჭირდებათ. ეს კი უკვე დიდი პრობლემაა.
ლაინსმენმა დამარწმუნა, რომ მეორე პენალტის ეპიზოდში წესის დარღვევა პირადად მას არ დაუფიქსირებია. არადა, მთავარ მსაჯს გადაწყვეტილება მომენტალურად არ მიუღია. მიუხედავად მისი შეცდომისა, თამაში მაინც არ უნდა წაგვეგო".
მრისხანე ჩემპიონი
"მანჩესტერ იუნაიტედში" თითქოს არაფერი შეცვლილა. "ეშმაკებმა" "სუონსისთან" შეხვედრაში დაამტკიცეს, რომ მიუხედავად ალექს ფერგიუსონის წასვლისა, ისინი მაინც ძალიან ძლიერები არიან.
დევიდ მოიესს გაუმართლა თავდასხმაში დაყენებულმა წყვილმა. რობინ ვან პერსიმ და დენი უელბეკმა დუბლები მიითვალეს. თანაც გოლები ერთმანეთზე უფრო ეფექტური გამოვიდა. განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი შეხვედრის ბოლო წუთებზე უელბეკის დარტყმას. 22 წლის ინგლისელმა მეკარეს ტექნიკური დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო. რაც მთავარია, მას პასი შეცვლაზე შესულმა უეინ რუნიმ გადააწოდა.
"აჯანყებულ" ვარსკვლავს წარმატება თანაგუნდელებთან ერთად არ უზეიმია.
თამაშის დასრულების შემდეგ მოიესი კმაყოფილი იყო და აცხადებდა, რომ მსგავსი გამარჯვებები არ იქნება წესიდან გამონაკლისი. მეტიც, ის დაგვპირდა, რომ "იუნაიტედი" ამ სტილს არ უღალატებს:
"გასახდელში მშვიდი გარემო დამხვდა. ბიჭებმა მითხრეს, რომ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. "იუნაიტედში" გამარჯვება ცხოვრების წესია. დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
საერთო ჯამში, შინაარსიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. მეტოქე ძალიან მომეწონა. ის ტრადიციულად დიდხანს აკონტროლებდა ბურთს. აშკარაა, მიკაელ ლაუდრუპმა თავისი საქმე მაღალ დონეზე იცის და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.
"ლიბერთიზე" დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა წელს ძალიან ბევრს გაუჭირდება".
კომენტარი გააკეთა "გედების" მთავარმა მწვრთნელმაც:
"ჩვენი გეგმა მარტივი იყო. უნდა გვეცადა, პრესინგის საშუალებით მეტოქე ზეწოლის ქვეშ მოგვექცია. ნახევარი საათის განმავლობაში ეს გამოგვდიოდა კიდეც.
ანგარიშში ამხელა სხვაობა იმიტომ დაფიქსირდა, რომ "იუნაიტედმა" სამაგალითოდ ითამაშა დამაგვირგვინებელ ფაზაში. როცა ასეთი დონის მეტოქესთან დროის მცირე ინტერვალში ორ გოლს უშვებ, მერე თამაშის შემობრუნება წარმოუდგენელი ხდება".
დებიუტანტების მარში
"ტოტენჰემმა" თავიდანვე აქტიურად დაიწყო თამაში, თუმცა სიტუაციის გამწვავება უჭირდა. ეს გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რადგან "დეზებს" ძირითადში ერთბაშად ოთხი ახალწვეული ჰყავდათ.
აღსანიშნავი მხოლოდ ორი ეპიზოდია: პირველად მუსა დემბელემ დაარტყა შორიდან, შემდეგ კი გილფი სიგურდსონმა სცადა ბედი.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა აარონ ლენონის გამჭოლ გადაცემას დინ მოქსი ჩაუწვა. ბურთი 27 წლის ფეხბურთელს ხელზე მოხვდა და მიმართულება შეიცვალა. მარკ კლატენბერგს წამითაც არ უყოყმანია და პენალტი დანიშნა. რობერტო სოლდადოს დარტყმას ხულიან სპერონიმ ვერაფერი მოუხერხა.
საფინალო სასტვენამდე სტუმრებს რამდენჯერმე კიდევ მართებდათ გატანა. შესანიშნავი შანსი მიეცა კაგიშო დიკგაჩოის, თუმცა უგო ლორისმა სამხრეთაფრიკელის მცდელობა მშვიდად აღკვეთა.
განსაკუთრებული დღე
ასე დაასათაურა "ჩელსის" ვებგვერდმა კვირის მოვლენა. "სტემფორდ ბრიჯზე" თითქმის 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ჟოზე მოურინიო და გაიმარჯვა.
მასპინძელმა ფეხბურთელებმა, პორტუგალიელის ხათრით, შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი გოლი უკვე მე-6 წუთზე უნდა გასულიყო, თუმცა ფრენკ ლემპარდმა პენალტი ვერ გამოიყენა.
მე-13 წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა. ოსკარის გოლს ლემპარდის დარტყმა მიჰყვა კვალში. ალან მაკგრეგორიმ ვეტერანს ისევ აჯობა. სამაგიეროდ, "ჩელსის" ლეგენდამ მთელი სული და გული ჩადო 30 მეტრიდან დარტყმულ ჯარიმაში. დუელი ამჯერად შოტლანდიელმა წააგო.
ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური
ლივერპული-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 სტარიჯი (37)
89-ე წუთზე უოლტერსმა ვერ გაიტანა პენალტი
ლივერპული (4-3-3): მინიოლე - ჯონსონი, კ. ტურე, აგერი, ხ. ენრიკე - ჰენდერსონი, ლუკასი, ჯერარდი - კოუტინიო, ასპასი (72. სტერლინგი), სტარიჯი
სტოკი (4-3-3): ბეგოვიჩი - კემერონი, ჰუთი, შოუკროსი, პიტერსი - უელანი (63. ადამი), უილსონი, ნზონზი - ეთერინგტონი (63. პენანტი), უოლტერსი, კრაუჩი (81. კ. ჯონსი)
გაფრთხილება: კ. ტურე - ნზონზი
კარში დარტყმა: 22-15 (11-9) კუთხური: 10-6 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 10-12 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 44 822
არსენალი-ასტონ ვილა 1:3
გოლები: 1:0 ჟირუ (6), 1:1 ბენტეკე (22), 1:2 ბენტეკე (66-პენ), 1:3 ლუნა (85)
22-ე წუთზე ბენტეკემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია (90+4. პოდოლსკი), მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი (28. ჯენკინსონი) - უილშირი, რემსი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (46. კასორლა), როსიცკი, უოლკოტი - ჟირუ
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი (17. კლარკი), ლუნა - ელ აჰმადი, ვესტვუდი, დელფი - ვაიმანი (88. ბაკუნა), აგბონლაჰორი, ბენტეკე
გაფრთხილება: შჩესნი, კოშელნი, უილშირი, კასორლა - ვლაარი, ლუნა, ვესტვუდი, აგბონლაჰორი, ბენტეკე
გაძევება: კოშელნი (66) -
კარში დარტყმა: 15-11 (4-6) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 15-19 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 60 003
ნორვიჩი-ევერტონი 2:2
გოლები: 1:0 უიტეიკერი (51), 1:1 ბერკლი (61), 1:2 კოულმენი (65), 2:2 ვან ვოლფსვინკელი (71)
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - უიტეიკერი, რ. მარტინი, ტერნერი, გარიდო - ბ. ჯონსონი, ჰაუსონი, რედმონდი (86. მ. ოლსონი), ე. ბენეტი - ჰულაჰანი (73. ტეტი) - ვან ვოლფსვინკელი
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, იაგიელკა, ბეინსი - ოსმანი, ბერკლი (90+3 ანიჩებე), მირალიაში (70. ნეისმიტი), პიენაარი - ფელაინი - იელავიჩი (80. ა. კონე)
გაფრთხილება: მარტინი, ტერნერი -
კარში დარტყმა: 10-27 (2-7) კუთხური: 6-8 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 14-10 ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 26 824
სანდერლენდი-ფულჰემი 0:1
გოლი: 0:1 კასამი (51)
სანდერლენდი (4-4-1-1): ვესტვუდი - ჩელუსტკა (88. უიკჰემი), რობერჟი, ოში, კოლბეკი - ს. ლარსონი, კაბრალი, ჯაკერინი, ა. ჯონსონი - სესინიონი (72. ლი დონ ვონი) - ალტიდორი
ფულჰემი (4-4-1-1): სტეკელენბურგი (76. სტოკდეილი) - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიჩარდსონი (20. ბრიგსი) - დ. ბოატენგი (65. კარაგუნისი), სიდუელი, დაფი, ტაარაბტი - კასამი - ბერბატოვი
გაფრთხილება: - ბერბატოვი, დ. ბოატენგი, დაფი
კარში დარტყმა: 24-6 (3-1) კუთხური: 6-1 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 14-14 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 43 905
ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 ლამბერტი (90-პენ)
ვესტ ბრომიჩი (4-4-2): ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - იაკობი, მულუმბუ, დორანსი, მორისონი - ლონგი (83. ვიდრა), ანელკა (83. როსენბერგი)
საუთჰემპტონი (4-4-2): ბორუცი - ჩემბერსი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - ვორდი-პრაუსი (90+4. კორკი), ვანიამა, შნაიდერლინი, ლალანა (70. გ. რამირესი) - ჯ. როდრიგესი (78. ს. დევისი), ლამბერტი
გაფრთხილება: მაკაული, რიჯუელი, ბ. ჯონსი, მულუმბუ -
კარში დარტყმა: 12-11 (1-3) კუთხური: 4-8 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 15-25 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 25 927
ვესტ ჰემი-კარდიფი 2:0
გოლები: 1:0 ჯ. კოული (13), 2:0 ნოლანი (67)
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - დემელი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი - დიამე (82. ა. დიარა), ნოლანი, ნოუბლი, ჯ. კოული (90+1. ვას ტე) - ჯარვისი (71. დაუნინგი), მაიგა
კარდიფი (4-4-2): მარშალი - ჯონი, ტერნერი, კოლკერი, კონოლი - გუნარსონი, მედელი, უიტინგჰემი, ბელამი (74. გესტედე) - კიმი (75. მაინარდი), კემპბელი (90+6. მუტჩი)
გაფრთხილება: - კონოლი
კარში დარტყმა: 21-12 (4-1) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 5-0 ჯარიმა: 10-7 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 34 977
სუონსი-იუნაიტედი 1:4
გოლები: 0:1 ვან პერსი (34), 0:2 უელბეკი (36), 0:3 ვან პერსი (72), 1:3 ბონი (82), 1:4 უელბეკი (90)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - ბრიტონი (46. ბონი), კანიასი (77. კი) - რუტლეჯი (46. ერნანდესი), შელვი, დაიერი - მიჩუ
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ფ. ჯონსი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კლევერლი, კერიკი - ვალენსია, უელბეკი, გიგზი (61. რუნი) - ვან პერსი (86. ანდერსონი)
გაფრთხილება: კანიასი - ვალენსია, კერიკი, კლევერლი
კარში დარტყმა: 23-22 (6-8) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 2-5 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 20 733
კრისტალ პალასი-ტოტენჰემი 0:1
გოლი: 0:1 სოლდადო (50-პენ)
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დილენი, მოქსი - გარვანი (66. შამახი), დიკგაჩოი, ჟედინაკი - გეილი, უილბრეჰემი (66. ფილიპსი), დობი (66. უილიამსი)
ტოტენჰემი (4-4-1-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, როუზი (86. კაბული) - პაულინიო, დემბელე (57. კაპუ), ლენონი, შადლი - სიგურდსონი - სოლდადო (83. დეფო)
გაფრთხილება: ჟედინაკი -
კარში დარტყმა: 8-21 (3-3) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 9-8 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 23 285
ჩელსი-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 ოსკარი (13), 2:0 ლამპარდი (25)
მე-6 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა ლამპარდმა
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, კოული - ლამპარდი, რამირესი - ოსკარი (84. ვან გინკელი), დე ბრუინი (67. შიურლე), აზარი - ტორესი (75. ლუკაკუ)
ჰალი (4-4-1-1): მაკგრეგორი - ელ მოჰამადი, ჩესტერი, კ. დევისი, ფიგეროა - კორენი, მეილერი (79. ჰადლსტოუნი), ბრეიდი - ალუკო (79. ბოიდი), საგბო, გრემი (59. ლივერმორი)
გაფრთხილება: - მეილერი
კარში დარტყმა: 29-9 (6-2) კუთხური: 5-1 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 8-16 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 41 374
19 აგვისტო:
სიტი-ნიუკასლი 23:00
მომდევნო ტური:
გადმოტანილი თამაში
21 აგვისტო
ჩელსი-ასტონ ვილა
24 აგვისტო
ფულჰემი-არსენალი, ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი, ჰალ სიტი-ნორვიჩი, ნიუკასლი-ვესტ ჰემი, საუთჰემპტონი-სანდერლენდი, სტოკ სიტი-კრისტალ პალასი, ასტონ ვილა-ლივერპული
25 აგვისტო
კარდიფი-მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი-სუონსი
26 აგვისტო
მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"